15:15 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 13:14:24, 670 ნახვა

საზოგადოება
ბექა ფერაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ კავკასიის უნივერსიტეტში  საჯარო ლექცია ჩაატარა. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს სამსახურის მანდატი გააცნო. ლექციის მთავარი თემა კი შრომითი ნორმები იყო, რომელიც მათ როგორც დასაქმებულებს, აქტიურ შრომით ბაზარზე გასვლისას უნდა იცოდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდა  და მასზე განხილული იყო  შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა, კერძოდ საუბარი შეეხე სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესს, შვებულების უფლებით სარგებლობის წესსა და  უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდეს. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics