|
2023-03-21 15:47:03, 753 ნახვა
საზოგადოება
თსუ - ინფორმაცია, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, სიმართლეს არ შეესაბამება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 15-16 მარტს, სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსახლეთა გეგმური აღწერა განახორციელეს. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ტიპის აღწერა ყოველწლიურად ტარდება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. "გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან. მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრირებას უწევს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ თსუ-ს თანამშრომლები", - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)