|
2023-03-21 14:19:20, 729 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგი გაიარეს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლებმა ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიარეს. ტრენინგის მიზანი - ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მოახლოებასთან ერთად გაზრდილი სამგზავრო ნაკადების კონტროლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით აეროპორტის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება იყო. სემინარს ქუთაისის აეროპორტში ექსპერტი, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ატაშე, რაიტის ტილიკსი უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,27 მარტიდან იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, დგება აქტიური მოგზაურობის დრო და ჩვენც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები შესაბამისად მომზადებულები ვხვდებით ტურისტულად დატვირთულ სეზონს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა დოკუმენტაციის შემოწმების მიმართულებით კომპეტენცია აგვემაღლებინა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სიახლეებს გავცნობოდით,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა. „საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი, ამ ეტაპისთვის 28 მიმართულება, ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება, ივნისიდან კიდევ 5 ევროპული მიმართულება ემატება. ევროპის მიმართულებით გამფრენი მგზავრი აეროპორტში მისვლისას თავდაპირველად გადის ე.წ. Precheck-ს, სადაც ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ევროკავშირის Frontex-ის მესაზღვრეებიც დგანან. მესაზღვრეები რეგისტრაციამდე საქართველოს მოქალაქეებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას უმოწმებენ, შემდეგ მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები რეგისტრაციისას საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვთ, უმოწმებენ პასპორტს, ვიზას, გაფრენის ბილეთს და დამატებით სხვა სამგზავრო დოკუმენტაციას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)