|
2023-03-21 13:12:29, 871 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - სადაც არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, გვექნება ჩვენი პასუხი
სადაც არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, გვექნება ჩვენი პასუხი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული კრიტიკული შენიშვნები ობიექტურ გარემოებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. "ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რაც წერია სახ.დეპის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ განცხადებებს შორის. ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის მთავარია, როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის დაფუძნებული იყოს ობიექტურ გარემოებებზე. თუ იქნება ობიექტური კრიტიკა, რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ აისახოს ეს ყველაფერი ჩვენს ქმედებებზე. თუ არ იქნება კრიტიკა ობიექტური, ამაზე გვექნება სათანადო რეაქცია, რაშიც იგულისხმება, რომ პასუხს გავცემთ ყველა შესაბამის განცხადებას",- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით,ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა და არაობიექტური კრიტიკა. "რაც შეეხება ე.წ პოლიტპატიმრებს, საუბარია რამდენადაც ვიცი იმაზე, რომ ენჯეოების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია ყოფილან პოლიტპატიმრები. მე სააკაშვილთან დაკავშირებით ენჯეოების განცხადებაც არ მომისმენია. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ კონკრეტული ბრალისთვის. ერთი ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რაზეც მისი დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც. აქ პოლიტმატიმრობაზე საუბარი ზედმეტია. მეორე ეხება ვალერი გელაშვილის წამებას. ესეც დადასტურებულია. საზოგადოებამ იცის, როგორ იქნა ჩადენილი ეს დანაშაული. გარდა ამისა, მას დაუფიქსირდა უკანონო საზღვრის კვეთა, რის გამოც მის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული. ასევე, საქმე არის აღძრული უმძიმეს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, სადაც მილიონობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაზეა საუბარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, არაობიექტური კრიტიკისგან, სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ რა თქმა უნდა ამას გავიზიარებთ, სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, აქ გვექნება ჩვენი პასუხი",- დასძინა კობახიძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)