|
2023-03-21 12:31:27, 736 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერი დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერი ფრენკ მორშელი, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხედრაზე მხარეებმა ახალი დაცული ტერიტორიების - რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხები განიხილეს. „დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიის მთავრობა და გერმანიის განვითარების ბანკი მრავალი წელია მხარს გვიჭერს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით. ახალი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა. "აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის 2022 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 16, 250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი მიიღო ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის. საგრანტო პროექტი 6 წლის განმავლობაში განხორციელდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები წარმოადგენს. ასევე, გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. პროექტის საკონსულტაციო მომსახურებას „GOPA Consultants“ განახორციელებს, რომელიც წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში. „პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება, ისე სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელიც სარგებელს მოუტანს ახალი დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობას“, - განაცხადა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)