05:44 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 11:51:55, 927 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს,- ამის შესახებ ცოტახნის წინ  „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, წერილი შეიცავს ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული. 

ხოშტარიას თქმითვე, წერილში, ასევე, საუბარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნულია, რომ ამ კანონის დღის წესრიგში დაბრუნება საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას დახურავს.

"გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს, კერძოდ, ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული. ასევე, ძალიან მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ ფიქრიც კი კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება. ბუნებრივია, ამ წერილს ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოაქვეყნებდა და ეცდებოდა, რომ კარგად დაემალა, მაგრამ ვაქვეყნებთ ამ წერილს და შეგიძლიათ ნახოთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები მშვიდობიანი პროტესტანტების, ახალგაზრდების და არასამთავრობო სექტორის უფლებების დაცვას",- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა.

ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics