05:45 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 11:16:06, 1290 ნახვა

პოლიტიკა
EU - საქართველოსა და მოლდოვას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა და ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს

ჩვენი ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში.

ანგარიშში, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინა, ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მოლდოვისა და საქართველოს კონკრეტული მხარდაჭერა უზრუნველყო, აღნიშნული ძალისხმევა კი, მომავალ თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად... ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ორივე ქვეყანას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მათი მდგრადობის გაძლიერებას, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეების კვლევა. ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს მომავალ თვეებში“,- აღნიშნულია EU-ს ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics