|
2023-03-20 12:55:33, 816 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები, სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის
პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, იგულისხმება ის, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების” მხრიდან მზაობას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ ჩვენ, საქართველო ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთობლივ პრესკოფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად და ვის მხარეს არის საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის დროს. "ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განწყობა დაგვხვდა ევროკავშირში. ცხადია, ჩვენი შეხვედრების ძირითადი სადისკუსიო საგანი იყო კანდიდატის სტატუსი და ამ სტატუსის მიღების ალბათობა და ორიოდე სიტყვით მინდა მოგიყვეთ, რა ინფორმაცია მივიღეთ ამ შეხვედრებზე. პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, იგულისხმება ის, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების” მხრიდან მზაობას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ ჩვენ, საქართველო ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის - ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტიკური პატიმრების არ ყოლას ქვეყანაში, თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს არსებობას ქვეყანაში.. მეორე ნაწილი პრობლემის ეხება საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებაში, ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სადაც ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს სად არის საქართველო და საქართველო არ არის უკრაინის მხარეს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)