16:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 12:28:38, 595 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში 10 მლნ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს; შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს  დაიწყებს.  რეგიონში 9000  ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.

"დღეისათვის, ქვემო ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება,   სარწყავი წყლის მიწოდება 900  ჰექტარზე   გაუმჯობესდება.

შეხვედრა  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც  საქართველოს მელიორაციის  ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი   მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics