16:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 11:01:24, 620 ნახვა

საზოგადოება
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს ტყის ხანძრების ქრობის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

შს სამინისტროს ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანე ტოფტ სორენსენი დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

"სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს აღჭურვილობა დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.

სულ გადმოცემულია: “ROSENBAUER”-ის ფირმის, უახლესი, მაღალი წარმადობის 14 წყლის საქაჩი ტუმბო, 20 ერთეული 10-ტონიანი წყლის ავზი, კუთხმჭრელები, ბენზოხერხები და სხვა სპეციალური საშუალებები. პროექტი, რომლის ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახანძრო-სამაშველო ძალების გადაიარაღების პროცესში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერის მოადგილე - პოლკოვნიკი მარიან დორკანი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერი - პოლკოვნიკი სუზან კრისტენსენი.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი მოინახულეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს პირადი შემადგენლობის მომარაგებას ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics