|
2023-03-20 10:20:11, 711 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ESM მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა
„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ESM მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა. მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებს. შედეგად, EMS მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის. მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის“ ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) მიმართულებით. შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 2022 წლის მონაცემებით დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება. მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. EMS კოოპერატივში გაერთიანებულია 180-ზე მეტი წევრი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. ამასთანავე, EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მსოფლიოს მასშტაბით. „საქართველოს ფოსტა“ 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი. “საქართველოს ფოსტა” საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. “საქართველოს ფოსტა” მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)