14:02 - 26 Apr, 2026
|
2023-03-18 18:54:18, 1487 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და საბავშვო ცენტრი მოინახულა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია 2014 წლის 18 მარტს განახორციელა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის მაცხოვრებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს დემოკრატიულად, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული დაცვით. პუტინის თქმით, ყირიმის საკითხი საბოლოოდ დახურულია, მიუხედავად ამისა საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)