15:58 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 22:48:06, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება ჰააგის გადაწყვეტილებაზე - საერთაშორისო დამნაშავეები დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ

მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი გადაცემის გამო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების მოპარვისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის

"მართლმსაჯულების ბორბალი ტრიალებს, მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი გადაცემის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების მოპარვისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის".

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics