00:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 12:20:08, 1669 ნახვა

სამართალი
ლევან იოსელიანი 12 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - სახალხო დამცველის აპარატი ამ უმძიმეს ფაქტს შეისწავლის

დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი უმძიმეს ფაქტს შეისწავლის და საკუთარი მანდატის ფარგლებში, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს გამოიკვლევს. 

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. 

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 23:00 საათისთვის 12 წლის გოგონა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობებთან გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics