|
2023-03-16 14:20:46, 696 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით 21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით 21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, როგორც მსხვილი ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები. ჯამში 20-მდე კომპანია, 50-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. "ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, ერთიან სივრცეში რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს პირისპირ შეხვდნენ და მათთვის სასურველი ვაკანსია შეარჩიონ. ზუგდიდის დასაქმების ფორუმი „ტექნოპარკში" შენობაში გაიმართება. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს 14:00 საათიდან შეხვდებიან. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)