|
2023-03-16 11:29:34, 608 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS" რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 72ა ნომერში, „თიბისის“ მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS" რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 4 კონცეპტუალურ სივრცეს - კრივის, ფუნქციონალური ტრენინგის, კლასიკური ჯიმისა და მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს. ახალ ფილიალში მომხმარებელს ზრდასრული და ბავშვებისთვის განკუთვნილი კრივის ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილები, ასევე ფუნქციონალური და მაღალი ინტენსივობის ჯგუფური აქტივობები, იოგა და პილატესი დახვდებათ. 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული დარბაზის სივრცე აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის, პროფესიონალური რინგითა და ტომრებით. მეორე სართულზე განთავსებულ სატრენაჟორო ზონაში კი წარმოდგენილია ბოლო თაობის TECHNOGYM–ის მულტიფუნქციური სავარჯიშო ტრენაჟორები. „12ROUNDS", ხარისხითა და არჩევანის მრავალფეროვნებით კრივის სამყაროში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის - TITLE BOXING-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მომხმარებელს კლუბში აღნიშნული ბრენდის და ასევე, 12 ROUNDS–ის ბრენდირებული ინვენტარის ფართო ასორტიმენტი დახვდება. „12ROUNDS", რომლის დევიზია - The coolest place in town to get rid of stress and negativity, 2 წელია ბაზარზე მომხმარებელს მაღალი და პროფესიონალური სტანდარტებით ემსახურება და 2025 წელს, თბილისში რიგით მე-3 ფილიალის გახსნას გეგმავს. კლუბის პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში" მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)