18:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 16:39:48, 711 ნახვა

საზოგადოება
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადებში არტილერისტებს იუბილე სარდლობების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

„ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალებიც. სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფები გადასცეს. 

მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღეც გაიმართა. თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics