|
2023-03-15 11:46:03, 713 ნახვა
საზოგადოება
3 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმში ბატუტზე დაშავდა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
3 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ყოფნის დროს დაშავდა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და მას შემდეგ, რაც ოჯახმა 9 წლის შვილი დაკრძალა, დაშავებული მეორე შვილი თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ქარმა ბატუტი დააზიანა. შემთხვევას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის გამო დაშავდა 3 წლის ბავშვიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)