18:22 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 11:05:36, 655 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს, საქართველოსა და გერმანიას შორის, სამედიცინო მიმართულებით, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. 

„გერმანელმა სპეციალისტებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბერლინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს,  რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში, განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი თაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში, წლებია, წარმატებით ხორციელდება. 

შეხვედრას პროფესორი, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ზაზა ავალიანი, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ჰანი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics