|
2023-03-15 10:15:45, 602 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. სააგენტოს უფროსი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი „საქმიანი ეზოების“ მუშაობას ეტაპობრივად ეცნობა. „საქმიან ეზოში“ შესაძლებელია ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებული წესით მიღება. ხე-ტყის ორგანიზებული დამზადება, რაც ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი მხრივ, მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 39 „საქმინი ეზო“, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში, ჯამში, 6 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, საშეშე მერქნის ტრანსპორტირების მომსახურებასაც სთავაზობს. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)