|
2023-03-14 11:41:18, 764 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - მიღების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე მიღებით შეეძლო
ამ კანონპროექტმა მიღების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც მიღებით შეეძლო მოეტანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, კანონპროექტის ინიცირებისა და განხილვის მთავარი შედეგები "შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია" და "ბაკურიანის გეგმის პრევენციაა". "ჩვენ რამდენჯერმე გვითხრეს, არც კი დაგვეწყო ამ კანონპროექტის განხილვა. ეს იყო მოთხოვნა კონკრეტული სუბიექტების მხრიდან... ის, რომ ითხოვდნენ განხილვის არდაწყებასაც კი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე იყო კონკრეტული სუბიექტებისთვის ამ კანონპროექტის განხილვის დაწყება. სინამდვილეში, როდესაც დაიწყო განხილვა, მან უკვე მოიტანა ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები - ლუსტრაცია, განხორციელდა შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია. ჩვენ გვაწვდიდნენ ინფორმაციას ისე, რომ თითქოს ეს კონკრეტული ორგანიზაციები არიან არა უცხოური გავლენის, არამედ ქართველი ხალხის აგენტები, რაც არის ტყუილი. არის რამდენიმე მდიდარი NGO, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული წყაროებიდან და ისინი არიან არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ძალიან კარგად გაიაზრა ეს ქართულმა საზოგადოებამ იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც ამ კანონპროექტის ინიცირებით წარიმართა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი შედეგი. რაც შეეხება "ბაკურიანი გეგმის" პრევენციას, ამ კუთხითაც, ამ კანონპროექტის ინიცირება იყო უმნიშვნელოვანესი. მერწმუნეთ, ამ კანონპროექტის ინიცირება და დისკუსია მოიტანს სერიოზულ შედეგებს "ბაკურიანის გეგმის" პრევენციის კუთხით. ჩვენ აღარასდროს არ დავუშვებთ NGO-ების ხელით "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. 9 მარტს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს. მანამდე კი, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)