17:14 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 17:40:42, 1638 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში და შესაძლო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ასახავს პეკინის სურვილს შეასრულოს უფრო აქტიური როლი შუამავლობაში უკრაინაში ომის დასრულებისთვის.

„ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს მოხდება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პეკინის ძალისხმევაში, შეასრულოს მშვიდობისმყოფელის როლი უკრაინაში, რასაც აქამდე სკეპტიციზმით უყურებდნენ ევროპაში.

ეს ასევე გააძლიერებს პეკინის, როგორც გლობალური შუამავლის სანდოობას გასულ კვირას საუდის არაბეთსა და ირანს შორის მოულოდნელი დიპლომატიური გარღვევის ხელშეწყობის შემდეგ“, - წერს გაზეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics