|
2023-03-13 17:01:05, 1463 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - იანვარში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია
მიუხედავად რთული პირობებისა, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, ასევე რეგიონში შენარჩუნებულია და პროგნოზებიც გლობალური ეკონომიკის მიმართულებით არც ისე სახარბიელოა, დავინახეთ, რომ 2023 წელს ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა - წინასწარი მონაცემები იანვრისთვის იყო 8.4 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალია და ეს მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა. ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება. „ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მთელი გასული წლის განმავლობაში გვქონდა ინფლაციის წნეხი, თუმცა, მაისის თვიდან ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ინფლაცია 8.1 პროცენტამდეა შემცირებული" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მაჩვენებლებს, რომელიც, მისი თქმით, რეკორდული იყო 2022 წელს და ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. „გახსოვთ, რომ შარშან 31.8 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 5.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამყარდა ეროვნული ვალუტა, ვინარჩუნებთ ექსპორტის ზრდის ტენდენციებს. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო იყოს ექსპორტიორი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზრებზე და ექსპორტში ჰქონდეს უკეთესი, უფრო ძლიერი პოზიციები. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ჯანსაღი იყოს" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)