|
2023-03-13 15:40:16, 1379 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, „თიბისი“, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, „თიბისისთან“ ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან. შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, ასევე საშუალო ზომისა და მსხვილ ფერმერებს, ყველა პოტენციურ სტარტაპერს, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში აპირებს ბიზნესის დაწყებას. „გადავწყვიტეთ პირადად შეხვდეთ ფერმერებსა და მეწარმეებს და გავაცნოთ, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ბაზარზე, რათა მათ მიიღონ ყველა სარგებელი, რასაც ერთობლივად ვთავაზობთ, ჩვენ, „თიბისი“ და ჩვენი პარტნიორები. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოვონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი. „თიბისიში“ არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, „თიბისის“ პროდუქტებთან ერთად უფრო ადვილია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ - შოთა გონგლაძე, „თიბისის“ სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი. „თიბისი“ პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად - შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანა-დაფინასება; „აწარმოე საქართველოში“ - სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა“) და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის პროექტები: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა. გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, „თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს დახმარებას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე. შეხვედრები საქართველოს რეგიონებში შემდეგი კალენდრის მიხედვით გაიმართება: • 10 მარტი - გორი • 17 მარტი - ზუგდიდი • 24 მარტი - ქუთაისი • 6 აპრილი - გურჯაანი • 7 აპრილი - თელავი შეხვედრების ადგილის შესახებ, დაინტერესებული პირები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)