|
2023-03-13 11:14:45, 2515 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად მეწარმე ქალთა მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკმა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეოთხე ნაკადზე მოხვედრას 25 მეწარმე ქალი შეძლებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას. „პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. რაც შეეხება, საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლს, ის 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ. პროგრამა მეწარმეებს შესთავაზებს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდებიან სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი. „პროგრამა მეწარმე ქალებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სრულყოფილი მხარდაჭერის ციკლი მათი ბიზნესის განვითარებისთვის. საგანმანათლებლო კომპონენტი მოიცავს სპეციალურად შექმნილ ონლაინ კურსებს და პირისპირ სწავლების ინტენსიურ 5-დღიან შეხვედრებს. მენტორებთან დამატებითი ონლაინ სესიები კი, მეწარმე ქალებს ეხმარება მათთვის სპეციფიკური საჭიროებების გადაჭრაში. პროგრამის პრაქტიკულ ეტაპზე, მეწარმეები მონაწილეობას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო კონკურსში და დამატებით აქტივობებში, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროფესიული წრის განვითარება არის პროგრამის განუყოფელი ნაწილი, რადგან ვთვლით, რომ გამოცდილების გაზიარება ბიზნესის წარმატების საწინდარია“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე. პროგრამაზე მიღება დაწყებულია და რეგისტაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ. ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)