08:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 10:54:03, 826 ნახვა

პოლიტიკა
სად ნახა რიცხვი 100? - ვისურვებდი წყაროს ნახვას - კრამონი ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებაზე

სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული.

კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს იმ წყაროს ნახვა, რაზე დაყრდნობითაც ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება გააკეთა.

"საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა არის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. თუმცა, სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. ვისურვებდი წყაროს ნახვას, თუ შეიძლება", - წერს კრამონი Twitter-ზე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს“. 

„100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!" - თქვა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics