|
2023-03-12 19:39:22, 1304 ნახვა
მსოფლიო
პრაღაში ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტი უკრაინის დახმარების შეწყვეტას ითხოვდა
ათასობით ადამიანმა პრაღაში ჩეხეთის მთავრობის წინააღმდეგ აქცია მოაწყო, სადაც ხმამაღლა გამოთქვა უკმაყოფილება მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ, აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. ახალმა პოლიტიკურმა ასოციაციამ PRO-მ პრაღაში, ვაცლასის მოედანზე გამართული აქცია სიღარიბის წინააღმდეგ აქციად გამოაცხადა. მონაწილეები კოალიციური მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პარტიის ლიდერის ჯინდრიხ რაიხლის თქმით, აქციის მონაწილეებს სურთ, რომ „მთავრობამ პირველ რიგში ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ინტერესებზე იზრუნოს“. შაბათის აქციის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის დახმარება იყო. აქციის მონაწილეები ომის "მშვიდობიან გადაწყვეტას" ითხოვდნენ, ზოგიერთ მათგანს ჩანთებზე ასო Z ჰქონდა მიმაგრებული - რუსი სამხედროების სიმბოლო, წერს Associated Press. "შეაჩერე ომი, შეაჩერე ნატო", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ჩეხეთი აქტიურად უჭერდა მხარს კიევის მთავრობას რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ. ქვეყანა უკრაინელ სამხედროებს იარაღს აწვდის და მინიმუმ ნახევარი მილიონი ლტოლვილი მიიღო. თებერვლის დასაწყისში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში ომის დასრულებისთანავე უნდა იქნას მიღებული. მან ასევე დასძინა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ტაბუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე, მათ შორის F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, რომლებსაც კიევი ითხოვს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)