2023-03-11 20:32:11, 960 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი საქართველოზე - ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ "ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ".
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების ვიდეოს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს.
"მშვიდობისმყოფელის ინიციატივა ხელში უნდა აიღოს მთავრობამ და ის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უნდა გაათავისუფლოს, რათა სიტუაცია უფრო დამშვიდდეს"- თქვა მაკრონიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ, რიში სუნაკთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,