|
2023-03-11 13:05:26, 994 ნახვა
საზოგადოება
არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე - ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ინფორმაცია საქართველოს ან რუსეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციაა. "მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ.უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი. ქართველ ხალხს უყვარს თავისუფლება, აფასებს და მზადაა ის დაიცვას. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ღირსეული პასუხი გასცეს დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას, აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ. მადლობა იმ ქართველებს, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ მხარეს იბრძვის, მადლობა მხარდაჭერისთვის",- განაცხადა არახამიამ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)