10:05 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 12:09:30, 1380 ნახვა

პოლიტიკა
თეთრი სახლი - ზურაბიშვილმა და სალივანმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და სალივანმა საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს.

"ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე გამოთქვეს საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას გარე დაფინანსების მისაღებად, რამაც, შესაძლოა, ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა შეაფერხოს. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის გაუქმების შესახებ",- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს საერთო ინტერესებს ქვეყნის ევროინტეგრაციაში. 

ასევე, მათ განიხილეს, რომ საჭიროა რუსეთმა სრული სიმძაფრით იგრძნოს სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების გავლენა, რათა პუტინმა ომისთვის პასუხი ამ ფორმითაც აგოს. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის საქართველო არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა",- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გუშინ, 10 მარტს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics