11:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 22:56:50, 893 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 10 მარტს გაიმართება. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი, 11:45  საათზე კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბებიან.

აპარატის ცნობით, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.

 აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის აპარატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics