|
2023-03-09 15:34:45, 943 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი კანონპროექტის გაწვევაზე - მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება
მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იურიდიულად გაფორმდეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე დაკავებულების გათავისუფლებას უკავშირდება. "მინდა, გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს - განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვები უკან წააღებინეს "რუსულ ოცნებას", თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში, ის, რაც თქვა "რუსულმა პარტიამ - ქართულმა ოცნებამ", ხელმოწერით დაადასტუროს იმიტომ, რომ მათი სიტყვის აღარავის სჯერა, ბევრჯერ მოუტყუებიათ ხალხი. რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულებს... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იწყება ახლა. "რუსული ოცნება" გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს... ასევე, მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ორი საბრძოლი აქვს ხალხს - "რუსული ოცნების" ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი. მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, ჩვენს საზოგადოებას თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და საზოგადოებას პარლამენტთან, 19:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)