2023-03-09 05:48:02, 923 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირს წმენდს და მომიტინგეებს აკავებს
რუსთაველის გამზირზე რობოკოპებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები საბოლოოდ დაშალეს. მომიტინგეთა დევნის ოპერაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" დაიწყო, გზად პოლიციელებმა დაიწყეს მოქალაქეების დაკავება, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით დაკავების ფაქტებიც იყო.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაილეთა დაკავება ასევე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის პარალერულ ქუჩებზეც.
სპეცრაზმმა გაარღვია და აიღო ბარიკადებიც, რომელიც მანამდე პროტესტის მონაწილეებმა აღმართეს სხვადსხვა ნივთის, მათ შორის საზოგადოებრივი სკამებისა და ნაგვის ურნების გამოყენებით.
აქციის მონაწილეები, მეტრო რუსთაველისკენ და რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,