12:43 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 01:33:47, 681 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კანონპროექტი, რომელზეც ვეტოს დავადებ, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-ს განუცხადა.

"ძალიან ნათელია, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს არ სურს ამ გზაზე წასვლა. ყოველთვის ასე ხდებოდა ისტორიის განმავლობაში, როცა კითხვას სვამდნენ, მოსახლეობის პასუხი ერთადერთი იყო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. ევროპა, რომელიც არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ღირებულებების შესაბამისია. ის, რაც ახლა ხდება, კანონპროექტს, რომელზეც უკვე ვთქვი, რომ ვეტოს დავადებ, ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. მასზე უარი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, მაშინ როცა უკრაინამ და მოლდოვამ ეს ყველაფერი მიიღო. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია ჩვენი მომავლისთვის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს კვირებსა და დღეებში. ხალხი კი ამბობს, რომ მათ სურთ ევროპა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics