2023-03-07 22:55:41, 1045 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - სუს-ის ჯგუფები აგურებს ისვრიან სპეცნაზის მიმართულებით და ახდენენ ძალადობის ესკალაციას
სუსის ჯგუფები აგურებს ისვრიან სპეცნაზის მიმართულებით და ახდენენ ძალადობის ესკალაციას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით უნდათ, რომ ძალადობის ექკალაცია აქციის მონაწილეებს დაბრალდეს.
"სუსის ჯგუფები აგურებს ისვრიან სპეცნაზის მიმართულებით და ახდენენ ძალადობის ესკალაციას რომ მერე აქციის მონაწილეებს დაბრალდეს!",- წერს წითლიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,