|
2023-03-07 22:30:13, 970 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონს
მადლობა ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა, "პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია, გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა, საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე, სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე, რაც მარტივად დასრულდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით. თუმცა ხედავთ, არავინ ინტერესდებოდა ამ კანონპროექტის შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი ტყუილია და ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. სინამდვილეში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ესაა უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭირვალობა. ქართული კანონის ტანახმად უნდა შეიქმნას რეესტრს, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავალებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. კანონპოექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთის და აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი ის ისტერიკა, რომელითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა. კანონპროექტის მიღებით ერთადერთი დაზარალებული მხარე არის რადიკალური ოპოზიცია. ევროპა ნიშნავს სწორედ, რომ გამჭირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსებიბის დაცვით. და ბოლოს, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლიბვ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებლივი დასკვნას სავარაუდოდ ივლისის პირველ ნახევარში მივიღებთ",- განაცხადა კობახიძემ.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)