15:18 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 23:51:32, 1166 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც სახელმწიფოს ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, ჩვენ ვეკითხებით მათ თუ ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს

როდესაც შენ აგინებ პატრიარქს,  ქართულ ეკლესიას,  ქართული სახელმწიფოს ქაოსში და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა გინდა, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ,  გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ - ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პატიოსნად მოფიქრალ  თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს  ამის საწინააღმდეგო  ვერაფერი უნდა ქონდეს.

„როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, უკაცრავად რომ ამის თქმაც კი მიწევს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა, რევოლუციურ სცენარში, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, კეთილშობილურ მიზნებს კი არა, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ.  ამის საწინააღმდეგო, პატიოსნად მოფიქრალ,  თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ვერაფერი უნდა ქონდეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics