|
2023-03-06 12:19:38, 628 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - ე.წ. რუსული კანონი ძალიან ლიბერალური და არაფრის მომცემია, უფრო მკაცრი უნდა იყოს
ე.წ. რუსული კანონი ძალიან ლიბერალურია, უფრო მკაცრი უნდა იყოს,- ამის შესახებ „ევროპული სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. ინჯიას თქმით, კანონის ამერიკული ვარიანტი, საქართველოში უფრო მკაცრი უნდა იყოს. "შემოტანილია ორი ვარიანტი კანონის, ერთი არის როგორც ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ძალიან ლიბერალურია, არაფრის მომცემი და ნახევრად კანონი და მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას, არა რუსულ კანონს. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, მე მიმაჩნია დღეს უფრო მკაცრი უნდა იყოს საქართველოში ეს კანონი. რაც შეეხება აშშ-ს ასეთი დიდი ქვეყანა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, მთელი სისტემებით, მას აქვს ეს კანონი 1938 წლიდან და ეს კანონი მუშაობს, თავისი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე არის ეს კანონი. ჩვენ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ, შეიძლება ჩვენ ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონი, თუ სჭირდება, იმისთვის რომ უფრო დამოუკიდებლობის ხარისხი ავამაღლოთ?! ეს ერთი და მეორე, საუბარია დღეს კონსტიტუციასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, როგორ ფიქრობთ, იქ ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაცია, ეს არის თუ არა ინტეგრაცია, თუ ჩვენ ევროპულ ან ამერიკულ კანონს მივიღებთ, ან მივიღებთ კანონს, რომლის შინაარსი და სულისკვეთება იქნება ევროპული ან ამერიკული",- განაცხადა ინჯიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)