2023-03-03 02:07:17, 793 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ის 20 კაცი, ვინც დღეს აქციაზე უსტვენდა, ეკლესიის მაგინებელი იყო
ის 20 კაცი, ვინც დღეს აქციაზე უსტვენდა, ეკლესიის მაგინებელი იყო - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„ეს ადამიანები რადიკალური ოპოზიცია ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ. დღეს იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია. ის 20 კაცი, ვინც აქციაზე უსტვენდა, იყო ეკლესიის მაგინებელი. ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება ყველას აქვს ღირებულებითი პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსთაველზე გააპროტესტეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,