22:06 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 21:46:37, 608 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტებს პარლამენტის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა პარლამენტის შიდა ეზო ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

არსებული ინფორმაციით, დაცვამ საკანონმდებლო ორგანოდან „ნეტგაზეთის“, „ონ.ჯი“- ს და „ფორმულას“ საშვისა და პრეს-აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები გამოიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics