22:08 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 13:01:27, 533 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში - საბინე მახლი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - მარკ კლეიტონი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში - ირენე ფელინი.

"ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულებაში და ნაკისრი აქვს ვალდებულებები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის და ქალის როლის გაძლიერებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერის როლი, რომლის შედეგადაც, სამინისტროში თანამშრომელთა გადამზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
კონფერენცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics