22:07 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 11:34:10, 450 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა

პრემიერის მიერ გაცხადებული პოლიტიკა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, სამი წლის განმავლობაში ხორციელდება და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. სამხედროების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20% -ით მიმდინარე წლის იანვარში,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 
მინისტრმა ჯარში არსებულ საუკეთესო კვების პირობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ჯარს ასევე გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები აქვს. 

„დღეს ჯარში კვება არის საუკეთესო, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურაც ისეთია, რომ ალბათ ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას ჩვენს პირობებს“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა საუბრისას ჯარის მიმართ შავ პიარზეც ისაუბრა.

„ჯარის მიიმართ გრძელდება შავი პიარ კამპანია, თუ რატომ გავუმასპინძლდით ახალ წელს ხორცით ჯარისკაცებს, რატომ ვაჩუქეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს საახალწლო ნობათი და გმირებს რატომ დავურიგეთ საჩუქრები. ეს იწვევს აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

„რუსთავი2“-ის ეთერში მინისტრი საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ “ჯარის ქალაქი” ერთ-ერთი საამაყო პროექტია.

„მახათას მთა ერთ-ერთი საამაყო პროექტია. ეს არის ათეულობით წლებით დაგროვილი პრობლემა. ჩვენ დავუკანონეთ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურეს ბინები. ასევე მახათაზე გადაეცემა ბინები 1050 სამხედრო მოსამსახურეს,” - განაცხადა მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics