|
2023-03-02 11:32:01, 1243 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)