22:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 10:54:12, 486 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

მიმდინარე წლის 1 მარტს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში, საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

მათი ცნობით, გაყიდვაში გაეშვა საფოსტო მარკა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“, ნომინალით 2+1. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მარკის რეალიზაციიდან შემოსული თანხის, კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხვას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics