22:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 09:33:37, 396 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბაზარზე მეტი კონკურენცია იყოს და მცირე ზომის ფარმაცევტულ კომპანიებს წარმატებით ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ

ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბაზარზე მეტი კონკურენცია იყოს და მცირე ზომის ფარმაცევტულ კომპანიებს, წარმატებით ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე დისტრიბუციისა და აფთიაქების ნაწილში,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, დღეს, საცალო სააფთიაქო ბაზარზე, კონკურენცია არ არის და დიდ ჰოლდინგებს შეუძლიათ,  პატარა აფთიაქებს თამაშის წესები უკარნახონ.

„ იმ ტიპის შეთანხმებით, რაც გასულ კვირას, მედიკამენტებზე ფასების ზრდით გამოიხატა, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, ჰოლდინგებს შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა. ასევე, შეუძლიათ, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები. წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის - მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი, ეს ფასი გადაიხადოს. ამიტომ, ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომდევნო წლის ბოლომდე, ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, სრულად რეალიზებული იქნება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics