2023-03-01 23:30:49, 650 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გევქნება, ვგულისმობ ივანიშვილთან ბრძოლას, ვითანამშრომლებთ
სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გევქნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისმობ, ვითანამშრომლებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიაზე "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას თავისმხრივ კიდევ ოპოზიცია ჰყავს, მაგრამ ამით თავს არ დაიღლის, ვინაიდან მისი, როგორც პარტიის ლიდერის მიზანი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაა.
"ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, თითქოს ბაუტულის პოზიციაში არიან, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,