19:27 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 14:26:42, 562 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი - რჩევა მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით

ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით, - ასე ეხმიანება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკულ შეფასებას  „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე. 

სუბარი თვლის, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, შეუძლებელია ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. 

"შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.

იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი - შეერთებულ შტატებში ან კანადაში.

ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით", - წერს სოზარ სუბარი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. 

გაეროს წარმომადგენლობამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics