|
2023-03-01 13:23:14, 489 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე - „გირჩის“ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა და ყურადღება რელიგიური ინსტიტუტების გამოყენებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების საკითხებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ საკითხზე ძირითადად ოპონირება ხდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ მიერ. „400-გვერდიან კანონპროექტში მხოლოდ ერთი საკითხი არის მათთვის საინტერესო. ამის საფუძველია ერთი პოლიტიკური და მეორე - ფინანსური ინტერესი,“ - აღნიშნა მან. გრიგოლ გიორგაძის თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ, მათივე ინფორმაციით, 40 000 ახალგაზრდას აარიდებინა თავი სამხედრო ვალდებულების მოხდისგან. „ისინი უყურებენ, როგორც ელექტორატს და რეალურად ატარებენ საარჩევნო კამპანიას. მაგრამ მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მათი მიზანი, მოგახსენეთ რაც არის”,- განაცხადა გიორგაძემ. უწყების ცნობითვე, მინისტრის მოადგილემ “გირჩის” მიერ გაჟღერებულ დისკრიმინაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ კანონით ყველა მღვდელმსახური ერთ სამართლებრივ სივრცეში მოაქცია. „ახლა რა მოცემულობა გვაქვს, იგივე პოლიტიკური პარტია „გირჩი“ როდესაც ამბობს, რომ გვაქვს საქმეზე დისკრიმინაცია, ცვლილებებით, რაც განხორციელდება, დღეს ისინი არ უყურებენ არსებულ სიტუაციას რომ ეს არის დისკრიმინაცია. მოცემულობა არის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“, ანუ, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიებისა, იქნება ეს მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება, ახლა მოხდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება, ანუ არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ მომხდარა, მოცემულობა არ შეცვლილა დღეს რაც გვაქვს“,- დასძინა გიორგაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)