|
2023-03-01 10:30:29, 616 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა
შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა წარადგინა. ბექა ფერაძის განცხადებით, გასულს წელს დასაქმებულთა უფლებების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შემცირდა და კვირაში 40 საათიანი გრაფიკით განისაზღვრა მომსახურების, ტრანსპორტის, სამთო-მოპოვების და სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა სამუშაო დრო. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით, დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს. „ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ექიმებისა და ექთნებისთვის, მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, რაც სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ემსახურება. შეიქმნა ვაკანსიის გამოცხადების სახელმძღვანელო დამსაქმებლებისთვის, რათა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დისკრიმინაციის შემთხვევები. როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, შრომის უფლებების მიმართულებით, ზედამხედველობა 70 000-მდე პირს შეეხო. მისივე განმარტებით სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების კლების ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი 41%ით შემცირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სოციალური პარტნიორები, ბიზნესის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)