20:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 19:42:17, 690 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს და სააკაშვილის მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, იმიტომ, რომ სამინისტროს ინტერესია მისი ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს... ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი გაჟღერდება, უნდა იყოს მტკიცებულებით გამყარებული. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი; არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს ის. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება ადამიანს, ვინც მეორე ადამიანს უყენებს ბრალდებას. არცერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი", – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჩართვისას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics